ხუთშაბათი, 09 მაისი 2024
FCG FCI-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა

დღეს (2022 წლის 20 ივნისს) ესპანეთის ქალაქ მადრიდში, FCI-ის გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით (71 ხმით 74-დან) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციისთვის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს იყო ის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი ფედერაცია მიილტვოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. დიდ მადლობას ვუხდით FCI-ის ყველა წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს. ეს არის ჩვენი ფედერაციის დიდი მიღწევა და დიდი სტიმული იმისთვის, რომ საქართველოში კინოლოგიის განვითარება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას!

 
 
 

 


ჩვენი სპონსორები:

Vetlife Geo

  

ჩვენი სტუმრები:
free counters