FCG FCI-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა |
დღეს (2022 წლის 20 ივნისს) ესპანეთის ქალაქ მადრიდში, FCI-ის გენერალურმა ასამბლეამ ხმათა უმრავლესობით (71 ხმით 74-დან) მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კინოლოგიური ფედერაციისთვის სრულუფლებიანი წევრის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს იყო ის მიზანი, რომლისკენაც ჩვენი ფედერაცია მიილტვოდა ბოლო 30 წლის განმავლობაში. დიდ მადლობას ვუხდით FCI-ის ყველა წევრს, რომლებმაც ხმა მისცეს საქართველოს. ეს არის ჩვენი ფედერაციის დიდი მიღწევა და დიდი სტიმული იმისთვის, რომ საქართველოში კინოლოგიის განვითარება უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. ვულოცავთ საქართველოს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას! |
ჩვენი სპონსორები: