კვირა, 28 მაისი 2017
სამმხრივი შეხვედრა FCI-ს ხელმძღვანელობასთან

2017 წლის 14 თებერვალს შედგა საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის (სკფ) ოფიციალური წარმომადგენლებისა და მათი ოპონენტების სამმხრივი შეხვედრა საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის (FCI) ხელმძღვანელობასთან, წარმოდგენილი ბ-ნი ივ დე კლერკის (FCI-ს აღმასრულებელი დირექტორი) და იორგენ ხინდსეს (FCI-ს ევროპული სექციის პრეზიდენტი) მიერ. შეხვედრა ჩატარდა საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის შტაბ-ბინაში ბელგიის ქალაქ ტიუენში.

საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის წარმომადგენლები იყვნენ ბ-ნი ზაზა ომაროვი (სკფ-ს გენერალური მდივანი) და ბ-ნი ოლეგ სმოლენსკი (PR მენეჯერი და სკფ ვებ-საიტის კოორდინატორი). ოპონენტების მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ ბ-ნი გიორგი შჩეგოლი, როგორც საერთაშორისო ექსპერტი და ქ-ნი სალომე მუჯირი, ქ-ნი ლუდმილა ბაციკაძის მინდობილი წარმომადგენელი, რომელიც ასაკის გამო შეხვედრას ვერ დაესწრო. 

შეხვედრის დროს განხილული იყო ბევრი სადავო საკითხი, რომელიც როგორც მთლიანად სკფ-ს ფუნქციონირებას, ასევე მისი წესდების ზოგიერთ პუნქტს, კერძოდ კი მართვის პოლიტიკას ეხება.

მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა სამმხრივი შეთანხმება ექვსკაციანი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ (სამი ადამიანი -სკფ-ს მხრიდან, სამი - ოპონენტების მხრიდან) საქართველოს კინოლოგიური ფედერაციის ახალი წესდების შემუშავების მიზნით, რომელიც მაქსიმალურად უნდა ასახავდეს საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის არსს და რომელშიც გათვალისწინებული იქნება ორივე მხარის სურვილები. შემდგომში, ახალი წესდების პროექტი სკფ-ს ყველა წევრის განხილვისათვის იქნება წარდგენილი და აუცილებელი შესწორებების და დამატებების შეტანის შემდეგ და მიიღება სკფ-ს საერთო კრების დროს  FCI-ს დამკვირვებლის ბ-ნი იორგენ ხინდსეს თანდასწრებით. საქართველოს კინოლოგიური ფედერაცია ამ სამუშაო ჯგუფში დანიშნავს შემდეგ წარმომადგენლებს: ბ-ნ ზაზა ასანიშვილს (საგამოფენო კომისიის თვმჯდომარე), ქ-ნ მედეა ლომიძეს (სკფ-ს იურისტი), ბ-ნ ოლეგ სმოლენსკის (PR მენეჯერი და სკფ ვებ-საიტის კოორდინატორი). 

შეხვედრის შედეგების მოკლე შინაარსს, ასევე ახალი წესდების მხარეების მიერ შემუშავებულ და მოწონებულ გრაფიკს გაეცნობით 2017 წლის 20 თებერვლის საერთაშორისო 

კინოლოგიური ფედერაციის წერილ-რეზიუმეში. აღნიშნული წერილი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:                                             

1. ორიგინალი წერილი FCI დან მიღებული 20.02.2017

2. წერილი ნათარგმნია ქართულ ენაზე

3. ორიგინალი მეილი (სხვადასხვა ფორმატში):   EML   PDF   HTML

 
პატივისცემით,
სკფ-ს ხელძღვანელობა
 
 
 
 
  

ჩვენი სტუმრები:
free counters