ორშაბათი, 27 მარტი 2017
ნაციონალური ჩემპიონის ტიტულის მინიჭების შეთანხმება

საქართველოს კინოლოგირმა ფედერაციამ და ბულგარეთის რესპუბლიკის კინოლოგიურმა ფედერაციამ, 2010 წლის 20 მაისსს დადეს შეთანხმება შემდეგზე:

1. არა სამომსახურეო და სამომსახურეო ჯიშების ძაღლებისათვის, რომელთაც აქვთ შეთანხმების მხარეთა ნაციონალური ჩემპიონის ტიტული, საჭიროა:

ა) საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მისაღებად (CH  GEO), თავის კლასში პირველი ადგილის და საქართველოს ნაციონალური ჩემპიონის კანდიდატის (CAC GEO) მოპოვება. ბ) ბულგარეთის რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტულის მისაღებად (CH BG), თავის კლასში პირველი ადგილის და ბულგარეთის ნაციონალური ჩემპიონის კანდიდატის (CAC BG) მოპოვება.

2. საქართველოს კინოლოგური  ფედერაცია უფლებას იღებს, ბულგარეთის ტერიტორიაზე ჩაატაროს CAC რანგის გამოფენა. პირველი გამოფენა ჩატარდება 2010 წლის 15 ივლისს, ქალაქ ალბენაში.

 
ნაციონალური ჩემპიონის ტიტულის მინიჭების შეთანხმება

საქართველოს კინოლოგირმა ფედერაციამ და უკრაინის კინოლოგიურმა კავშირმა, 2010 წლის 12 მარტს დადეს შეთანხმება შემდეგზე:

1. არა სამომსახურეო  ჯიშების ძაღლებისათვის, რომელთაც აქვთ შეთანხმების მხარეთა ნაციონალური ჩემპიონის ტიტული, საჭიროა:

ა) საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მისაღებად (GEO CH), თავის კლასში პირველი ადგილის და საქართველოს ნაციონალური ჩემპიონის კანდიდატის (GEO CAC) მოპოვება. ბ) უკრაინის ჩემპიონის ტიტულის მისაღებად (UA CH), თავის კლასში პირველი ადგილის და უკრაინის ნაციონალური ჩემპიონის კანდიდატის (CAC UA) მოპოვება.

2. სამომსახურეო და სამონადირეო ჯიშების ძაღლებისათვის ასევე ვრცელდება ზემოთხსენებული წესები, სათანადო  წრთვნის ხარისხის და სამონადირეო გამოცდის დამადასტურებელი დოკუმენტების ქონის შემთხვევაში.  წრთვნის  და სამონადირეო გამოცდის ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს FCI მიერ აღიარებულ სტანდარტებს, ან უნდა იყოს შეთანხმებული მხარეებს შორის ურთიერთ მოლაპარაკების საფუძველზე.

 


 
 
  

ჩვენი სტუმრები:
free counters